გამოქვეყნებულია: 7 ივნისი, 2016 - 14:47
ართანაში მოწეული რქაწითლიდან კახა ბერიშვილის მარანში დაყენებული რქაწითელი და საფერავი ბევრს გახსოვთ. და აი, მისმა ქალიშვილმა, ქეთევან ბერიშვილმა თავისი ახალი ღვინო, GOGO გააცნო ღვინის მოყვარულებს. ოქროსფერი ღვინო ძალზე ეფექტური მცენარეული არომატებით, სადაც ხილის ყვავილების ტონებსაც იგრძნობთ. ღვინო 2 თვის მანძილზე 5% ჭაჭაზე ვარგდებოდა. სწორედ ამიტომ, გამოვიდა ნაზი, თუმცა მსუსხავი ღვინო მაღალი მჟავიანობითა და კარგი გასტრონომიული პოტენციალით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი