Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

სახელგანთქმული ბორდოს ღვინო ასტრონომიულ თანხად გაიყიდა

1947 წლის მოსავლის Chateau Cheval Blanc-ს კრიტიკოსები ღვინის ისტორიაში საუკეთესოდ ასახელებენ. უკვე დიდი ხანია ბორდოს ღვინოების ამ წლის ვინტაჟი აუქციონზე ყველაზე ძვირად ფასობს. ცოტა ხნის წინ ჰონკონგში გამართულ აუქციონზე კერძო კოლექციონერის მარნიდან გამოტანილი 6 ბოთლი Chateau Cheval Blanc 83 845 დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ღვინოChateau Cheval Blanc-ის უნიკალურობის მიზეზი იმ წლის იდეალური ამინდი გახდა – 1947 წელს ბორდოში იშვიათად წვიმდა და გვარიანად ცხელოდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ლეგენდარულ ღვინოს დაჰკრავს ძირტკბილასა და ქლიავის არომატი, ხავერდოვანი, ტანინიანი, სხეულიანი ღვინოა და ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება. ჰონკონგის აუქციონამდე Chateau Cheval Blanc-ის ერთი ბოთლი ჟენევაში გამართულ Christie's -ს აუქციონზე 304 580 დოლარად გაიყიდა და მაშინაც მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირფასეს ღვინოდ დასახელდა.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული