Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მცვივანი კახური, ქართული ვაზის ფონდი, 2016

გასულ წელს ქართული ვაზის ფონდის მესამე მოსავლის ღვინო დაიწურა, გურჯაანის რაიონის სოფ. ბაკურციხეში გაშენებული საკოლექციო ვენახიდან. ეს ბუნებრივი ღვინო ჭორტაულის ზვრებში მოწეული იშვიათი ჯიშიდან, კახური მცვივანიდანაა დაყენებული, ქვევრში, ჭაჭაზე დავარგებით. ქარვისფერია, მცენარეული და ამავდროულად მოტკბო პირველი სურნელებით, სადაც ერთმანეთს ერწყმის დაშაქრული ხილის, ჩირებისა და სუნელების ტონები. მძლავრი, განსაკუთრებული გემოს მქონე ღვინოა სხეულის, მჟავიანობისა და ტანინების კარგი შერწყმით. ხანგრძლივი დაბოლოება აქვს და ძალზე მაღალი ალკოჰოლი (16%).

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული