Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო აშშ-ში - Wines of Georgia-ს სამომავლო გეგმები

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ერთობლივი მუშაობით ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ტარდება რიგი აქტივობები და ღონისძიებები ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ამაღლებისა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობის მიზნით. წინა თვის, ივლისის განმავლობაში შეიქმნა გაყიდვების პლატფორმა Wines of Georgia-სა და SevenFifty-ს გამპანიის ფარგლებში. აქცია ფულად წამახალისებელ პროგრამასაც მოიცავდა იმათთვის, ვინც საიტიდან ახალ შეკვეთებს განახორციელებდა ქართულ ღვინოზე. 14 ივლისს SommGoBuyers ფორუმი გაიმართა, რომელსაც ღვინის ოსტატი, ქრისტი კენტერბერის უძღვებოდა. ოცი სომელიე და მყიდველები მთელი ქვეყნიდან ესწრებოდნენ ამ სემინარს და ასევე გიდის დეგუსტაციას, რომელზეც უნიკალური ქართული ტექნოლოგიები, საქართველოს ისტორია, ღვინის კულტურა განიხილეს. 

სამომავლო ღონისძიებები ჩატარდება 23 აგვისტოსა და 13 სექტემბერს. მომდევნო ორი SommGo ფორუმს კრისტი კენტერბერი უხელმძღვანელებს და ღონისძიება ფოკუსირებული იქნება იქნება არაიმპორტირებული ქართული ღვინოების მწარმოებლებზე, რომლებიც აშშ-ში ეძებენ წარმომადგენლობას. 28-30 აგვისტოს კი TEXSOM-ის კონფერენცია გაიმართება. შაბათ-კვირის განმავლობაში სადეგუსტრაციო მაგიდებზე ქართული ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანი იქნება. იმპორტიორებს 28 ივლისამდე შეეძლოთ 6 ღვინის წარდგენა. 

სექტემბერში პრეს სადილი იგეგმება, ლანჩს ისევ და ისევ კრისტი კენტერბერი გაუძღვება, სადაც სტუმრები Wines of Georgia-ს ქართულ ღვინოებს დააგემოვნებენ სხვადასხვა ქართულ კერძებთან ერთად. 

იგეგმება Wines of Georgia-ს საგანმანათლებლო სემინარების სერიაც, რომელსაც GuildSomm-ის განათლების დირექტორი და მთავარი ინსტრუქტორი, ოსტატი სომელიე კრის ტანგე გაუძღვება. სემინარებზე განიხილავენ ისტორიას, ყურძნის ჯიშებს, ქართულ მეღვინეობასა და ღვინის კულტურას. იქნება სამ საათიანი დეგუსტაციაც. 4 ოქტომბერს ნიუ-იორკში, 6 ოქტობერს ოსტინში, 11 ოქტომბერს კი სან ფრანცისკოში. 

შეგახსენებთ, Wines of Georgia კომპანიაა, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო აფინანსებს, რათა აშშ-ს ღვინის ბაზარსა და ფართო საზოგადოებას ქართული ღვინოების ისტორია, კულტურა, ხარისხი და უნივერსალური ქვევრის მეღვინეობა უკეთესად გააცნოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული