Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

იტალია პირველობას თმობს

წელს იტალია, როგორც ჩანს,  ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნის სტატუსს დაემშვიდობება, რადგან ცხელმა, გვალვიანმა ზაფხულმა ყურძნის მოსავალი საგრძნობლად შეამცირა. აგვისტოსა და სექტემბრის ხვატმა არა მხოლოდ ყურძნის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც უარყოფითად იმოქმედა. ქვეყნის უმრავლეს ღვინის რეგიონებში რთველი ჩვეულებრივზე ორი კვირით ადრე დაიწყო. მაგალითად, ჩრდილოეთ იტალიაში თეთრი ყურძნის კრეფას ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში შეუდგნენ.

იტალიის მეღვინეთა ასოციაციის მონაცემთა მიხედვით, 2011 წელს, სავარაუდოდ, 42 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინის წარმოება მოხერხდება, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ასე რომ, ახლა საფრანგეთს აქვს შანსი, პირველობა ჩამოართვას იტალიას და წლევანდელი მოსავლის სავარაუდო შედეგით – 48 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინით უმსხვილესი მწარმოებლის ტიტული დაისაკუთროს.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123