Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინუკა“, მცირე მარნების ანთოლოგია (73)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მარანი 2018 წელს დავაფუძნე, რისი ძირითადი მიზეზის ის იყო, რომ მსურდა რაჭაში იმ სივრცისთვის, რომელსაც დიდი ისტორია უკავშირდება და რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონეა, ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ამ ეტაპზე ალექსანდროული და მუჯურეთულის ვაზის ჯიშები გვაქვს გაშენებული. სამომავლოდ მსურს, რომ რაჭული თეთრა, მწვანე და მცვივანის ვაზის ჯიშები გავაშენოთ.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენ ამ ეტაპისთვის 4 ღვინოს, კერძოდ ძელშავს, მუჯურეთულს, თეთრასა და ცოლიკაურს ვაწარმოებთ. ჩვენი ღვინოები გამოირჩევა იმით, რომ რაჭაში, საბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, თითქმის 90% ნახევრად-ტკბილი ღვინოები იწარმოება, ხოლო ჩვენი მთავარი მიმართულება მშრალი ღვინოებია. ამავდროულად, ჩვენი ღვინოები ჯიშური არომატებით, ფერით და სახასიათო გემოებით  გამოირჩევა.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- პირველი ღვინო „8000 მოსავალში“ გავყიდეთ, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთულია. თუმცა, არაერთი მცდელობის შემდეგ მოვახერხეთ და „8000 მოსავლის“ თაროებზე ღირსეული ადგილი დავიკავეთ, შესაბამისად, პირველი გაყიდვებიც აქედან დაიწყო.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ჩვენი ღვინო ბელგიასა და ჰოლანდიაში გადის, ამავდროულად, ზაფხულიდან ჩეხეთსა და სერბეთში ღვინის ექსპორტს დავიწყებთ. პირველი ექსპორტი  ბელგიაში გვქონდა, როდესაც იმპორტიორი დაგვიკავშირდა და შეკვეთა მოგვცა, ეს ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო, მეორე მხრივ, ისიც გავიაზრეთ, რომ ჩვენი შექმნილი ღვინო არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც იქნებოდა უკვე წარმოდგენილი.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- მთავარი, რასაც წავაწყდით, ეს ცოდნის უდიდესი დეფიციტი იყო. რაც მთავარია, ძალიან ცოტა ადამიანი იყო ისეთი, რომელიც რეალურ და გამოსადეგ რჩევას მოგცემდა. მეორე ქართველ მომხმარებელს ეხება - გამომდინარე ქართული ღვინის დიდი ისტორიისა, ქართული მაღალი ხარისხის ღვინო უფრო მეტად უნდა დააფასონ,  რაც მთავარია, კარგი და შედარებით ცუდი ღვინის ერთმანეთისგან გარჩევა შეძლონ.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი განათლებით იწყება, რაც შემდეგ პრაქტიკაში იხვეწება. ძალიან დიდი ჩავარდნა გვაქვს მევენახეობის მიმართულებით, შესაბამისად, თუ მაღალი ხარისხის ყურძენი არ გვექება, შემდეგ ამის ღვინოში გამოსწორება, ძალიან რთული იქნება.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

ზოგადად, ღვინის ბიზნესი და მეღვინეობა ძალიან გრძელვადიანი პროცესია, სადაც შედეგის დადებას წლები სჭირდება. შესაბამისად, თუ ვინმე პირველივე წელს ან თვეებში შედეგს ვერ მიიღებს, ეს არ უნდა იქცეს ხელის ჩაქნევის მიზეზად. პირადად ჩემ მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს, როდესაც ღვინოები პირველად დავაყენეთ,  ნამდვილად არ იყო ისეთი შედეგი, როგორიც ჩვენ გვსურდა. თუმცა, ბევრი შრომით და ცოდნის მიღების შემდეგ დღეს თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შედეგები რადიკალურად გაუმჯობესებულია.

მარნის მისამართი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი წესი.

ტელეფონი: 595580060

ელფოსტა: gvinuka2018@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  ღვინუკა . Gvinuka

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.