Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კონდოლი (წითელი), თელავის მარანი, 2004

დაწურულია თელავის რაიონის სოფელ კონდოლის მიკროზონაში მოწეული საფერავის (85%) და კაბერნე სოვინიონის (15%) ჯიშის ყურძნიდან. ფერმენტაცია გაიარა უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, კონტროლირებად ტემპერატურაზე (26-28 გრადუსი), რის შემდეგაც 12 თვის განმავლობაში ძველდებოდა ახალი ფრანგული მუხის კასრებში. მუქი ლალისფერია, საკმაოდ სხეულიანი, სასიამოვნო სიმწკლარტითა და ჰარმონიული გემოთი. ახასიათებს შავი მოცხარის, მწიფე ხილის, მაყვლისა და მუხის სურნელი. ასევე დაჰკრავს სველი მიწის ტონები.

კარგია ცივ საუზმესთან (საქონლის ენა, მოხარშული ბურვაკის ხორცი), ღვინო მიაყოლეთ ხბოს ბეჭს, ყველის ქაბაბს, შემწვარ ტყის ქათამს, იხვს, მწყერს, ქათმის კუჭმაჭს.

მალხაზ ხარბედია

© „მარანი“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123