Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნაცადი და ახალი საცობები მეღვინეობაში - „საქართველოს ღვინის კლუბის“ მორიგი ლექცია

ყველა დროის მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო და დღემდე აქტუალურობას არ კარგავს ღვინის შეფუთვა, მისი ბოთლირება, ბოთლისა და საცობების ხარისხი. „საქართველოს ღვინის კლუბი“ აგრძელებს საჯარო ლექციების ციკლს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. ამჯერად, მან „კორპორაცია ქინძმარაულის“ ახალგაზრდა მეღვინეს, ვანო შიუკაშვილს უმასპინძლა. მოხსენების სახელწოდება იყო „ნაცადი და ახალი საცობები მეღვინეობაში“. ლექციას ესწრებოდნენ  როგოროც კლუბის წევრები, მეღვინეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ღვინის მოყვარულები და საკითხით დაინტერესებული პირები. 

მომხსენებელმა მიმოიხილა საცობების ნაირსახეობანი, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს მეღვინეობის სხვადასხვა პრაქტიკებში - ალუმინის ხრახნიანი და მინის საცობი, უჟანგავი ფოლადის ბოთლის ქუდი, სინთეტიკური საცობი (ჩამოსხმული, დაწნეხილი, ექსტრუდირებული, კოექსტრუდირებული), კორპის ტექნიკური და ნატურალური კორპის საცობები; პრაქტიკული, ტექნიკური და ფინანსური ასპექტებით შეაჯამა ის უპირატესობები და რისკები, რომლებიც თითოეული სახეობის საცომის მოხმარებას შეიძლება ახლდეს - რა ტიპის საცობების შეძენა შეიძლება იაფად, რა შემთხვევაშია საცობი ჰერმეტული და რომელი მათგანი იცავს ღვინოს დაჟანგვისგან, რომელი სახეობა შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე ჰიგიენურ, ან ეკოლოგიურ მასალად და მისთ. მომხსენებელმა განიხილა კვლევებზე დაფუძნებული გამოცდილებები. 

ლექციის დასკვნით ნაწილში ვანო შიუკაშვილმა ისაუბრა ქართულ მეღვინეობაში საცობების გამოყენების პრაქტიკაზე. ამ შემთხვევაშიც მისი ანალიზი 28 საწარმოში ჩატარებულ კვლევას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვით ყველა საწარმოში გამოიყენება ნატურალური კორპის საცობები; მწარმოებელთა უმეტესობა იყენებს აგლომერატსა და ორფენიან აგლომერატს. ზოგიერთი მათგანი თეთრი და ვარდისფერი ღვინისა და მცირე ზომის ბოთლებისთვის იშვიათად მიმართავს ალუმინის ხრახნიან საცობს, ყველაზე მცირე რაოდენობით კი საქართველოში დღესდღეობით სინთეტიკური საცობები მოიხმარება. 

რაც შეეხება, მეღვინეობის უახლოეს გამოწვევებს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენში ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ვითარდება სამომხმარებლო კულტურა, ადგილობრივ და განსაკუთრებით, საექსპორტო ბაზრებზე დიდი ყურადღება ექცევა ღვინის შეფუთვას. გარდა ამისა, უფრო და უფრო იზრდება ვარდისფერი და თეთრი არომატული ღვინოების მოთხოვნა და წარმოება. ყოველივე ზემოაღნიშნული განსაკუთრებულ აქტუალურობას სძენს ღვინის საცობებთან დაკავშირებულ საკითხებს და ქმნის მეღვინეობის ამ მიმართულების საფუძვლიანი განვითარების საჭიროებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.