Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კაბერნე-საფერავი, თბილღვინო, 2010

12.00 ლარი

ქართულ ბაზარზე უკვე 10-მდე საფერავი-კაბერნე და კაბერნე-საფერავია გამოსული (ტრადიციულად, ღვინის მწარმოებლები პირველად იმ ჯიშის სახელს აწერენ, რომლის წილიც მეტია ხოლმე ღვინოში). თბილღვინოს შემთხვევაში ეს შეხამება თანაბარია, 50% კაბერნე სოვინიონისა და 50% საფერავიდან დაყენებული ეს ახალი ღვინო ცოცხალი შინდისფერია, ჟოლოს ელფერით. სურნელში ცხადად ჩანს კაბერნეს კვალი, საკმაოდ თხელი, ჰაეროვანი ღვინოა. კარგი მისაყოლებელი იქნება ორაგულის მწვადთანაც და ლობიანებთანაც, ასევე მოხარშულ ხბოს ხორცთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123