Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გორული მწვანე, შატო მუხრანი, 2009

14.50 ლარი

დღეს ცოტა ვინმე თუ გაიხსენებს ბოთლში ჩამოსხმულ გორულ მწვანეს, ასეთი რამ ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე არ მომხდარა. ამჯერად კი ღვინის მოყვარულებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საშუალება ეძლევათ პირველად დააგემოვნონ მუხრანში, ახალგაზრდა ვენახში მოწეული გორული მწვანედან დაყენებული ღვინო, რომელსაც 10%-მდე ჩინურიც ურევია. ღვინო ბატონაჟის მეთოდითაა დაყენებული, ანუ საკმაოდ დიდხანს იდგა ლექზე და ხშირი დარევის შედეგად ძალზე სურნელოვანი და მდიდრული ღვინო დადგა, სადაც პირველ რიგში მწვანე ვაშლის, ლაიმის, მინდვრის ყვავილებისა და მაისის თაფლის სურნელები ჩნდება. ძალიან ხალისიანი ღვინოა, მკრთალი მომწვანო-ჩალისფერი, კარგი მისაყოლებელი იქნება ცოცხალთან, ზღვის ნობათთან, მწვანე სალათებთან.

© ღვინის კლუბი/Weekend



გისურვებტ დიდ წარმატებებს, დღევანდელ საქართველოში შეიძლება იტქვას რომ ხარისხის ეტალონია სატო მუხრანი


gazviadebis gareshe vambob, rom es gvino sakartvelos tetri gvinoebis reitingshi albat pirvel adgils daikavebda! me gasinjuli mak is sanam gafiltravdnen da xelovnebis nimushi iko! filtrma ra tkma unda tavisi kna, magram mainc arachveulebrivia!


ფასიც რომ დაემატა მაგარია ადრეც დავწერე ამ საკითხზე კომენტარი მესმის, რომ მაღაზიების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ საორიენტაციოდ ძალიან კარგია


ნელ–ნელა ყველა ღვინოს დაემატება ფასები, ანუ ძველების ხარვეზიც შეივსება :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული