Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ალადასტური, ხარება, 2009

5.50 ლარი

კომპანია "ხარებას" მიერ წარმოებული კიდევ ერთი იშვიათი ჯიშიდან დაყენებული ღვინოა. საკმაოდ მკრთალი ალუბლისფერით ხასიათდება, კარგი გარეგნობისაა, სურნელებში აშკარად ჩანს ალადასტურის ჯიშური არომატები, სადაც ერთმანეთს მცენარეული და ხილის ტონები ერწყმის (დაბოლოებაში ლეღვის ჩირიც კი ჩნდება). თხელი ღვინოა, თუმცა ხავერდოვანი ტანინები აძლიერებს პირველ შთაბეჭდილებას. ალადასტური კარგი მისაყოლებელი იქნება ხორციან სალათებთან, მისწრებაა გოჭის ხორცთან, მოხარშულ ხბოს ხორცთან. ამ ღვინის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ხარისხის, უნიკალობისა და დაბალი ფასის შეხამებაა.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123