Home
ქართული | English
აპრილი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ყველის სოუსში

საჭირო მასალა: 3 ცალი ქათმის ფილე, 4 ღერი ოხრახუში, 1 პატარა თავი ხახვი, 1 ბულგარული წიწაკა, ცხარე დაფქული წიწაკა გემოვნებით, 3 კბილი ნიორი, 9 ცალი კარტოფილი, 150 გ ნაღების ყველი, 60 მლ 30%-იანი ნაღები, 100 გ კარაქი, ზეითუნის ზეთი მარინადისთვის და შესაწვავად. პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი დავნაყოთ, ოხრახუში დავკეპოთ, დავუმატოთ დაჭრილი ჩილი, მარილი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მარინადი შევაზილოთ ფილეს ნაჭრებს და გავაჩეროთ 1 საათი. კარტოფილი გავთალოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. ზედმეტი წყალი გადავწუროთ, დავუმატოთ კარაქი და ჩავზილოთ, პიურე მოვამზადოთ. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა - მოგრძო, თხელ ნაჭრებად და მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში. დავუმატოთ მარილი, პილპილი და 10 წუთი ვშუშოთ ბოსტნეულის დარბილებამდე. მოშუშული ბოსტნეული თეფშზე გადავიტანოთ. იმავე ტაფაზე დარჩენილ ცხიმში შევწვათ ქათმის ფილე. ყველის სოუსის მოსამზადებლად ტაფაზე დავასხათ ნაღები, ნელ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, დავამატოთ გახეხილი ყველი და მუდმივი მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე. ტაფის ერთ მხარეს მოვათავსოთ პიურე, მეორეზე მოშუშული წიწაკა და ხახვი, პიურეზე დავაწყოთ ქათმის ფილეები და 1 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. მზა კერძი ტაფითვე მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული