Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ამირან ვეფხვაძის მეღვინეობის“ 2013 წლის კრახუნამ პოლონეთში ENOEXPO 2015-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ENOEXPO 2015 - ღვინით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა კრაკოვში, ერთგვარი პლატფორმაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის მეღვინეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლონეთში თავიანთი ღვინოების ექსპორტით. ღონისძიებაში, როგორც წესი, მეღვინეობის ცნობილი რეგიონებისა და სახელმწიფოების - ავსტრიის, საფრანგეთის, ესპანეთის, უნგრეთისა და იტალიის გვერდით მონაწილეობას იღებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სომხეთი, ბულგარეთი, ხორვატია, საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და უკრაინა. 

წელსაც  ENOEXPO-ს მე-13 გამოშვება, ტრადიციულად, HORECA 23-ის (სასტუმროებისა და სარესტორნო აღჭურვილობის 23-ე სავაჭრო გამოფენა-გაყიდვის) ფარგლებში გაიმართა.  გამოფენის ფარგლებში ჩატარდა მრავალი სამუშაო შეხვედრა, დეგუსტაცია და სემინარი, სადაც აქტიურად თანამონაწილეობდა პოლონეთის ვაჭრობის, სერვისისა და აკადემიური სექტორები. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს მეღვინეების, სომელიეებისა და ღვინის მწერლების შეხვედრებისთვის სპეციალური სივრცე იყო ორგანიზებული. გარდა ამისა, ENOARENA იყო ის ადგილი, სადაც ENOEXPO-ს მეღვინეობის მე-7 საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. 

კონკურსში ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი მარნის, „ამირან ვეფხვაძის მეღვინეობის“ 2013 წლის კრახუნამ თეთრი მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინოების კატეგორიაში მაღალი შეფასება (88.6 ქულა) მიიღო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ღონისძიების მეორე დღის თემატიკა მიმართული იყო მხოლოდ ნატურალურ ღვინოებზე. ENOEXPO ახალი ნატურალური ღვინოებისა და გემოების აღმოჩენისა და პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა პოლონეთში. ღონისძიების ორგანიზატორებისა და პოლონური ღვინის მედიის Vinisfera.pl-ს ინიციატივით, ჩატარდა საგანგებო სემინარები, სადაც განხილული იყო „ეკო“ ნიშნით მარკირებული ღვინოების სპეციფიკა და  მეღვინეობის გამოცდილებებში ტერმინებს - „ორგანულს“, „ნატურალურსა“ და „ბიოს“ შორის არსებული არსებითი სხვაობები. 

იმდენად, რამდენადაც პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზრად მოიაზრება, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ღონისძიებაში ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის -  თელავის ღვინის მარანის, თელიანი ველის, ვაზიანის, მეღვინეობა ხარებას, ასკანელი ძმების, კორპორაცია ქინძმარაულის, კახურის, ბესინის, ტყუპების საღვინე მარანის, შატო თელავისა და ტიბანელის მონაწილეობა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული