Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ელისეს მარნები

 
რამდენიმე თვის წინ ელისეს სასახლის მარნები დაცარიელდა. ბორდოს, ბურგუნდიის, შამპანისა და სხვა სახელგანთქმული რეგიონების ღვინოების ნაცვლად, მარანს ლანგედოკის, ელზასისა და გასკონიის ღვინოებით შეავსებენ. 
პრეზიდენტებისა და სხვა ოფიციალურ პირთა მიღებებისათვის ელისეს სასახლის მარანში ძალიან ბევრი უძვირფასესი ღვინო ინახება, რომელიც, როგორც წესი, ყოველი ახალი პრეზიდენტის არჩევისას განხილვისა და საყვედურის თემა ხდება: “ძალიან ძვირი ხომ არ უჯდება სახელმწიფოს ანუ რიგით გადამხდელებს ამ მარნის შენახვა?” 
2013 წლის მაისში ამ კოლექციიდან 1200 ბოთლი, ანუ მარაგის ერთი მეათედი,  აუქციონზე გაიტანეს. მათ შორის ყველაზე ძვირი Petrus 1990 აღმოჩნდა, რომელიც 5, 800 ევროდ შეფასდა. საერთო ჯამში კი ელისეს კოლექცია 500 ათას ევროდ გაიყიდა, თითქმის ორჯერ ძვირად, ვიდრე თავად ორგანიზატორები ვარაუდობდნენ. “მიღებული თანხის ნაწილი ახალი ღვინოების შესაძენად დაიხარჯება, დარჩენილი თანხა კი ბიუჯეტში გადაირიცხება.” – განმარტავდენ აუქციონის ორგანიზატორები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას აღარ მოსწონს დაცარიელებული თაროების ცქერა და გადაწყვიტეს, დანაკლისი შეავსონ. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, სადაც მარნისათვის ახალი ვინტაჟების შესაძენად 50 ათასი ევროა გამოყოფილი. სააუქციონო სახლში Drout, სადაც გაიყიდა სასახლის მარნის ღვინოები, ამ ფაქტს ასე ხსნიან – “მათ სურვილი ჰქონდათ, საკუთარი ფინანსებითვე განეახლებინათ კოლექცია”. ელისეს სასახლის შეფ-სომელიე ვირჯინია რუტი განმარტავს, რომ მარანში 30% grand cru-ს ღვინოები შეინახება, 30% – “კარგი ღვინოები”, დარჩენილი 40% - კი დამსახურების მიხედვით სხვადასხვა ღვინოებზე გადანაწილდება. “ჩვენ უკვე აღარ გვაქვს უფლება, სუფრასთან 2-3 ათასი ევროს ღირებულების ღვინო მივიტანოთ”, – აღნიშნავს შეფ-სომელიე.  
საინტერესოა, საფრანგეთის პრეზიდენტთაგან ყველა ეტრფოდა თუ არა ღვინოს? 
ფრანსუა მიტერანს ძალიან უყვარდა ღვინოც და კონიაკიც. მართალია, სარკოზი და მისი წინამორბედი ჟაკ შირაკი ცნობილი გურმანები იყვნენ, მაგრამ ღვინისა ბევრი არაფერი გაეგებოდათ. შირაკის მრჩეველები იმასაც იხსენებენ, რომ პრეზიდენტი ბორდოსა და ბურგუნდიულ ღვინოებს გემოთიც კი ვერ ანსხვავებდა. 
ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის საფრანგეთში “პრესიდენტ Bling Bling-ს” ეძახდნენ. მეტსახელი კი ცხოვრების განსხვავებული სტილის გამო შეარქვეს – ქორწინება ფოტომოდელთან, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლითაც სიდაბლის დაფარვას ცდილობდა და ა.შ. ყოფილი პრეზიდენტი არ გახლდათ ღვინის დიდი ტრფიალი. სწორედ მას ეკუთვნის ერთი ცნობილი ფრაზა, რომელიც ფრანგებს გულზე მოხვდათ და ძალიან ბევრჯერ წამოაძახეს: “ნებისმიერ ღვინოს კოკა-კოლა მირჩევნია”. 
როდესაც ქვეყანამ პრეზიდენტად ფრანსუა ოლანდი აირჩია, ღვინის სამყაროში შვებით ამოისუნთქეს – ნუთუ ელისეს სასახლეში ღვინის დამფასებელი ადამიანი დაბრუნდა? ამიტომ ყველა გულმოდგინედ ელოდა მის პირველ ნაბიჯს, როგორ მოექცეოდა ელისეს მარანს, რომლის შენახვაც ქვეყანას წელიწადში 250 ათასი ევრო უჯდება. 
მაისის აუქციონით ოლანდმა საკუთარი თავი უკვე გამოავლინა. მისი დამოკიდებულება ღვინისადმი ასე შეიძლება აიხსნას: “ღვინო - ეს არის ბიზნესი და არა თაყვანისცემის საგანი.” არავინ იცის, შეიძლება ის მართალიც არის... 
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული