Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი იაპონურად

საჭირო მასალა: 2 ცალი ქათმის მკერდი, 2-3 ცალი ბადრიჯანი, 2-3 ცალი ტკბილი წიწაკა, 1 მოზრდილი სტაფილო, 1 პატარა ცხარე წიწაკა, 100 მლ სოიის სოუსი, 2 ს.კ. საკე, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 კონა ოხრახუში, ზეთი – შესაწვავად,  გარნირად – ატრია ან ბრინჯი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ქათმის ხორცის ნაჭრები დავბეგვოთ და პატარა კუბებად დავჭრათ. სტაფილო მსხვილად გავხეხოთ. წიწაკა და ბადრიჯანი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ დაჭრილი ბოსტნეული. 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ ხორცი და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. მოშუშულ ინგრედიენტებს მოვაყაროთ პილპილი და ცოტა მარილი. (სოიის სოუსი მლაშეა და ამიტომ უნდა მცირე რაოდენობით მარილი). სოიის სოუსში გავხსნათ საკე და თაფლი. მომზადებული სითხე მოვასხათ ბოსტნეულსა და ხორცს, დავაბრუნოთ ცეცხლზე და თავდახურული კიდევ 20 წუთი ვშუშოთ. მივირთვათ ატრიასთან ერთად. სუფრასთან მიტანის წინ კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული