Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი პამიდორში

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. ტომატპასტა, 1 ქილა (400 გ) დაჭრილი პამიდორი წვენში, 0,5 ს.კ. თავშავა, 400 გ თევზის ფილე, 6 ს.კ. ნაღები, 2 ს.კ. დაკეპილი ოხრახუში, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი და ხახვი დავკეპოთ და 2 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ. დავაყაროთ 1 ს.კ. შაქარი, 1 წუთში დავუმატოთ ტომატპასტა, პამიდორი, მარილი და წიწაკა. მოვაყაროთ თავშავა და თავახდილი 10 წუთი ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. თევზი 3 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ნაღები დავუმატოთ პამიდვრის სოუსს, ჩავუმატოთ თევზის ნაჭრები და თავდახურული 6-8 წუთი ვადუღოთ. ბოლოს დავაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული