Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სენდვიჩები კვერცხის სალათითა და ავოკადოთი

საჭირო მასალა: 4 ცალი კვერცხი, 150 გ მაიონეზი, 50 გ არაჟანი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 100 გ კიტრი, 1 ცალი ავოკადო, 200 გ მწვანე ხახვი, 6 ღერი ქინძი, 12 თხელი ნაჭერი პური, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი და გავფცქვნათ. მაიონეზი, ლიმონის წვენი და არაჟანი ავურიოთ. კიტრი სიგრძეზე გავჭრათ და კოვზით ამოვაცალოთ თესლი. შემდეგ წვრილად დავჭრათ. 

ავოკადო გავჭრათ, ამოვაცალოთ კურკა, კოვზით ამოვუღოთ რბილობი ან გავფცქვნათ და 0,5 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ. მწვანე ხახვი წვრილად დავკეპოთ. ასევე წვრილად დავჭრათ კვერცხი. ყველა ინგრედიენტი  ავურიოთ, შევანელოთ მარილითა და პილპილით.

მომზადებული მასა 6 ნაჭერ პურზე გადავანაწილოთ, ზემოდან დანარჩენი ნაჭრები დავაფაროთ და თითოეული დიაგონალურად გავჭრათ. მოვრთოთ ქინძის ფოთლებით.

© ღვინის კლუბი /Weekend



dzalian gemrieli sendvichi iyo ver davemdure kidev gavaketeb albad


dzalian gemrieli iyo kidev gavaketeb

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული