Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ოჯახური" ქათმითა და კარტოფილით

გემრიელი კერძია, რომელიც მომზადებისთვის დიდ დროსა და გამოცდილებას არ მოითხოვს. ასევე, ძალიან პრაქტიკულია დიდი საოჯახო სადილებისთვის, რადგან მარტივია და მცირე ბიუჯეტიანი.

მასალა:
ქათმის ხორცი – 1 კგ
კარტოფილი – 2 კგ
სტაფილო – 0.5 კგ (სურვილისამებრ)
ხახვი – 2-3 თავი
ნიორი – 2-3 კბილი
მაიონეზი ან არაჟანი – 3 სადილის კოვზი
ყველი – 200 გრ
მარილი, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი, ზეთი

ინვენტარი: – ქვაბი ბოსტნეულისა და ხორცის მოსახარშად; თუნუქის ფურცელი – ღუმელში შესაწვავად. დრო: მოსამზადებლად – 30 წუთი, შესაწვავად – 30 წუთი.

მომზადება:
გათალეთ კარტოფილი და სტაფილო. დაჭერით მოზრდილი ზომის სეგმენტებად (ცოტა უფრო დიდზე, ვიდრე შემწვარი კარტოფილისთვის) და მოხარშეთ მარილიან და დაფნის ფოთლიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში. თუ მაშინვე ამზადებთ, პირდაპირ შეგიძლიათ მოათავსოთ ღუმელში შესადგმელ “ფოდნოსზე”, რომელსაც ცოტაოდენი ზეთი ექნება წინასწარ მოსხმული.
ქათმის თეთრი ხორცი ან ქათმის ბარკლები დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ასევე მოხარშეთ მარილიან და დაფნის ფოთლიად წყალში 5 წუთით, ან სანამ ხორცი არ გათეთრდება. გადაუწურეთ წყალი და გადაიტანეთ ჯამში. ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით ალყა–ალყა ან უფრო წვრილად. მაიონეზში ან არაჟანში (უფრო მსუბუქი გამოვა არაჟნით) აურიეთ ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ საშუალო სისქის თხევადი მასა მიიღოთ. აურიეღ დაჭყლეტილი ნიორი. გაახურეთ ღუმელი 220 გრ-მდე. კარტოფილი და სტაფილო (სურვილისამებრ) გაშალეთ „ფოდნოსის“ ძირზე და ზემოდან მოაყარეთ ხორცი და ხახვი, შეეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. შედგით ღუმელში და შეაწითლეთ. როცა შეწითლდება (ამისთვის გრილის რეჟიმი გამოიყენეთ) გამოიღეთ და მოაყარეთ ყველი და მოასხით ნივრიანი მასა. შეაბრუნეთ ღუმელში და გადაიყვანეთ უფრო 200 გრ-ზე, თან გრილის რეჟიმი გამორთეთ. წესით 10 წუთში უკვე მზად უნდა იყვეს. თუ, ზემოდან მობრაწული გინდათ, ისევ შეგიძლიათ გრილი გამოიყენოთ. გადაიტანეთ ლამაზ ლანგარზე, ან თავიდანვე შეწვით, ლამაზ თიხის ჭურჭელში.

შენიშვნა:
1. იმისათვის, რომ ხორცი მშრალი არ გამოვიდეს, შეგიძლიათ იგი მაიონეზისა და ნივრის მასაში ჩააბასტურმოთ (ამოსვაროთ) და ისე გადაიტანოთ ღუმელში გამოსაცხობ ჭურჭელში.
2. შეგიძლიათ წინა დღითაც, ან რამდენიე საათით ადრე მოხარშოთ ყველაფერი და მაცივარში შეინახოთ, სუფრაზე მიტანამდე 30 წუთით ადრე კი შედგათ ღუმელში.

© perfectcook.org

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული