Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდაურის მკერდი სატენით

საჭირო მასალა: 800 გ ინდაურის მკერდის ფილეს მთლიანი ნაჭერი, 1 კონა ოხრახუში, 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა, 2 კბილი ნიორი, 120 გ ბეკონი, 1 ჩ.კ. პაპრიკა, მარილი, პილპილი – გემოვნებით, ზეთი ხორცის შესაზელად

მომზადება: ოხრახუში და ნიორი დავკეპოთ, ბეკონი წვრილად დავჭრათ და მოვათავსოთ თასში ლიმონის ცედრასთან, მარილთან და პილპილთან ერთად. ხის დაფაზე დავდოთ ფილე, ერთი მხრიდან ბასრი დანით ჩავჭრათ ისე, რომ მივიღოთ “ჯიბის” მსგავსი ჭრილი, ამოვავსოთ ბეკონისა და მწვანილის გულსართით, ღია ნაწილი შევკრათ ხის ჩხირებით, შევაზილოთ მარილი, პილპილი, ზეთი, მოვათავსოთ საცხობ ფორმაში და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთით. ცხობის დროს პერიოდულად წავუსვათ კარაქი. მომზადებული კერძი გამოვიღოთ ღუმლიდან, დავაფაროთ ფოლგა და ასე გავაჩეროთ 10 წუთი. სუფრასთან მივიტანოთ დაჭრილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული