Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდაურის მკერდი ქამა სოკოთი

პროდუქტები: 2 მოზრდილი ინდაურის მკერდი; 1 ხახვი; 3-4 ს/კ ზეთი; 500 გ. ქამა სოკო; 200 გ. ნაღები; 1/8 ლ. ბოსტნეულის ნახარში; 100 გ. არაჟანი ; მარილი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში - გემოვნებით.

მომზადება: ქამა სოკო გავრეცხოთ და ნაჭრებად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი და გაცხელებულ ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ სოკო და 2-3 წუთის შემდეგ დავუმატოთ ნაღები, არაჟანი და ბოსტნეულის ნახარში, ვურიოთ და მოვადუღოთ, შემდეგ გავუწყოთ მარილი და წიწაკა და გავაგრძელოთ ხარშვა. ინდაურის ხორცი გავრეცხოთ, გავაშროთ და პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაზე დავასხათ ზეთი და შევწვათ ორივე მხარეს, შეწვისას მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ლანგარზე ამოვიღოთ შემწვარი ინდაურის მკერდი, სოკოსთან და ბრინჯთან ერთად, ზემოდან კი მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული