Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ხარება, ცქრიალა ნახევრადმშრალი, 2008

ეს ღვინო ჩემი აზრით საუკეთესოა ნახევრადმშრალ ქართულ ცქრიალა ღვინოებს შორის. ხარებას ნახევრადმშრალი ღვინო ტრადიციული ბოთლური მეთოდითაა დამზადებული. ძალიან ეფექტური გარეგნობა აქვს, შესანიშნავი მომწვანო-ოქროსფერი დაკრავს და ხანგრძლივი ცქრიალით ხასიათდება. სურნელებში ხილის ცოცხალი არომატის გარდა თაფლის ნამცხვრის ტონებიც ჩნდება. გემოზე რბილია და შესანიშნავი მისაყოლებელი იქნება ხილთან და მსუბუქ ტკბილეულთან, სუფლეებთან. ღვინის კლუბის მიერ 2 კვირის წინ მოწყობილ ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციაზე ამ ღვინომ მეორე ადგილი დაიკავა კატეგორიაში ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინოები.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123