Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ნესვის ცუკატები

მასალა: 1კგ კანგაცლილი, თესლებიდან გასუფთავებული ნესვი (სასურველია არ იყოს ძალიან მწიფე), 5 ჭიქა შაქარი, 3 ჭიქა წყალი.

მომზადება: ნესვი დავჭრათ მომცრო ოთხკუთხა ნაჭრებად. შაქრისა და წყლისგან მოვხარშოთ ვაჟინი, ჩავაწყოთ მასში ნესვის ნაჭრები და 1 ღამე გავაჩეროთ. შემდეგ 5-5 წუთის შუალედით რამდენჯერმე წამოვადუღოთ, ვიდრე ნესვი არ გახდება გამჭვირვალე. საცერზე ან თუშფალანგზე გადმოვაწყოთ მოხარშული ცუკატები ერთ რიგად და დავდგათ ჰაერზე გასაშრობად. გაშრობის შემდეგ მჭიდროდ ჩავაწყოთ ქილებში და თავზე მოვაკრათ დოლბანდის ან ტილოს ნაჭერი. სურვილისამებრ, ვაჟინს მოხარშვის დროს შეგვიძლია დავუმატოთ მიხაკი, ილი და მუსკატი.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123