Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გათხოვება... ალკოჰოლიზმს იწვევს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალბატონები გათხოვების შემდეგ უფრო მეტ სპირტიან სასმელს სვამენ, ვიდრე დაოჯახებამდე. მამაკაცების შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით ხდება – ცოლიანი კაცები სასმელს ნაკლებად ეტანებიან. გამოკვლევა – რა კავშირია ქორწინებასა და სპირტიანი სასმლის მოხმარებას შორის – ოთხი ამერიკული უნივერსიტეტის სოციოლოგებმა ჩაატარეს. ცინცინატის უნივერსიტეტის მეცნიერმა, პროექტის ხელმძღვანელმა კორინ რეჩეკმა განაცხადა, რომ მშვენიერ ქალბატონებს ლოთობისაკენ გათხოვება უბიძგებთ. სოციოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი ვარაუდობს, რომ ეს აღმოჩენა უკავშირდება ერთ ფაქტს – ზოგადად, მამაკაცები ქალებზე ხშირად სვამენ სპირტიან სასმელს. გათხოვების შემდეგ კი ქალბატონები უნებლიედ ბაძავენ მეუღლეებს, მათ მავნე ჩვევას იზიარებენ და ჩვეულებრივზე მეტად ეტანებიან სასმელს. თუმცა, მამაკაცები განქორწინების შემდეგ ორჯერ მეტს სვამენ, ვიდრე ქალბატონები. პროფესორი რეჩეკი აღნიშნავს, ძლიერი სქესის წარმომადგენლები სირთულეებს ალკოჰოლით უმკლავდებიან. ქალბატონები კი ცდილობენ, ისეთი სტრესული სიტუაცია, როგორიც განქორწინებაა, საკუთარი ძალებით დაძლიონ, რაც ხშირად დეპრესიით სრულდება. მამაკაცებს, რომლებიც ქორწინების შემდეგ ნაკლებად ეტანებიან სპირტიან სასმელს, მეტი შანსი აქვთ ბედნიერი ოჯახი შეინარჩუნონ. ხოლო ის, ვინც სასმლის მიღებისგან თავს ვერ იკავებს, ოჯახურ თანაცხოვრებას განქორწინებით დაასრულებს, – გვაფრთხილებს პროფესორი რეჩეკი. 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული