Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამომცხვარი ღორის ხორცი მდოგვის ქერქით


საჭირო მასალა: 1 კგ რბილი ღორის ხორცი, 1 კვერცხის გული, 0,5 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი, 1 ს.კ. თაფლი, 2 კბილი ნიორი, 3 ს.კ. ვერმუტი, 1 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი გავრეცხოთ და ხელსაწმენდით შევამშრალოთ. ნიორი თხლად დავჭრათ. ხორცი დავჩხვლიტოთ და დაჩხვლეტილ ადგილებში ნიორი ჩავუტენოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. კვერცხის გულში ავურიოთ  მდოგვი, თაფლი, მარილი და წიწაკა. ღუმელი 200 გრადუსამდე გავახუროთ. ხორცი მოვათავსოთ ღრმა საცხობ ფორმაში ან ტაფაში და ზემოდან ფუნჯით წავუსვათ კვერცხის გულისა და თაფლის ნარევი. ხორცი შევდგათ აირღუმელში, 20 წუთში გამოვიღოთ და დავასხათ 3 ს.კ. ვერმუტი, ისევ შევაბრუნოთ ღუმელში და კიდევ 40 წუთი დავაყოვნოთ. შიგადაშიგ მოვასხათ თავისივე წვენი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული