Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცეპელინები

საჭირო მასალა: 2 კგ კარტოფილი, 400 გ ღორის ხორცის ფარში, 1 ს.კ. სახამებელი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 300 გ არაჟანი, 250 გ ბეკონი, მარილი, პილპილი – გემოვნებით

მომზადება: კარტოფილის 500 გ კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭყლიტოთ. დანარჩენი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, გავწუროთ და წვენი ცალკე შევინახოთ. წვენი სახამებელს ქაფად რომ მოიგდებს, დავუმატოთ გაწურულ კარტოფილს და შევურიოთ პიურეს. ხორცის ფარშს შევურიოთ მარილი, პილპილი, წვრილ სახეხზე გახეხილი ნიორი და 1 თავი ხახვი. ხორცისა და კარტოფილის მასა თანაბარი რაოდენობის პატარა ბურთულებად დავყოთ. კარტოფილის მასაში მოვათავსოთ ხორცის ბურთულები ისე, რომ ფარში გულში მოექცეს. მდუღარე წყალს დავუმატოთ ცოტა ცივ წყალში გახსნილი სახამებელი და მარილი. ცეპელინები ადუღებულ წყალში კოვზით მოვათავსოთ და დაახლოებით 20-30 წუთი ვხარშოთ. ვინაიდან ცეპელინების მასა არ შეიცავს არც კვერცხს და არც ფქვილს, შესაძლოა დასკდეს, ამიტომ, სანამ მათ წყალში მოვათავსებთ, მანმადე სახამებელში ამოვავლოთ. შეიძლება კარტოფილის მასას თავიდანვე შევურიოთ 1 ს.კ. სახამებელი. მოვამზადოთ სოუსი: ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი ბეკონი, 2-3 წუთში შევურიოთ არაჟანიც. როდესაც სოუსი წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცხელ-ცხელი ცეპელინები სოუსთან ერთად მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.