Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დღეს, „ღვინის კლუბი“ გიწვევთ

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს ღვინის კლუბი "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში გიწვევთ საფესტივალო აქციაზე: "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე".

ღონისძიება #1 ღვინის ქარხნის სარდაფებში გაიმართება (შესასვლელი მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან, დასაწყისი 15:00), სადაც ბოლო წლების მანძილზე სახელმოხვეჭილი თუ დამწყები ახალი მცირე მარნები წარმოადგენენ თავიანთ ღვინოებს.

აქციას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება, რომელიც დამსწრეებს დეტალურად გააცნობს მონაწილე მარნების ისტორიას, ისაუბრებს ვენახების და ღვინოების შესახებ, თავად მევენახე–მეღვინეები კი თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.

თქვენ გელით ბევრი და სხვადასხვანაირი ღვინო, გემრიელი ხემსი და საინტერესო გარემო.

დასწრება თავისუფალია!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.