Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

g.vino–ს ახალი სასტუმრო და რესტორანი

თბილისში g.vino-ს კიდევ ერთი ღვინის კერა გაჩნდა. დღეიდან ამ სახელით სასტუმრო და რესტორანიც ამუშავდება. ღვინისა და გემრიელი კერძების მოყვარულებს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, უზნაძის 82–ში  დახვეწილი სამზარეულო და ექსკლუზიური ღვინოების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.

სასტუმრო–რესტორანი g.vino ღვინის სასტუმრო–რესტორანია. აქ თითოეულ ნომერს (სულ 25 ოთახია) ვაზის ჯიშის სახელი ჰქვია – რქაწითელი, საფერავი, ჩინური, მუჯურეთული, ძელშავი და სხვ. აქ ყველაფერი ღვინოსთანაა დაკავშირებული და კერძებსაც კონკრეტულ ღვინოებს უხამებენ. გუშინაც, არაოფიციალურ გახსნაზე, შეფ–მზარეულმა, თამთა კიკალეიშვილმა ოთხი სხვადასხვა კერძი წარმოადგინა, რომელსაც ოთხი ღვინო შეუხამეს.

აპერიტივზე გოცას ცქრიალა ჩინური გაიხსნა. ნიახურის ბოლქვისა და ზამთრის მწვანილების წვნიანს (კრემ–სუპი) არჩილ გუნიავას ციცქა (2017) მოჰყვა, ნედლი საქონლის ხორცს მწვანე აჯიკით – ალაფიანის მარნის თავკვერი (2017). იაგოს ჩინურს (2017) ნივრის პიურეთი და კალმახა სოკოთი მომზადებული წიწილი შეუხამეს, ციტრუსის ჩიზქეიქთან კი კახა ბერიშვილის საფერავი მოიტანეს (2017).

სასტუმრო–რესტორანი ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება, როგორც მენიუში, ასევე ღვინის მიმართულებით. სტანდარტული ღვინის არჩევანის გარდა რესტორანი შემოგთავაზებთ 4–ღვინიანი ნაკრების (ფასი 4 ჭიქა - 25 ლარი) დაგემოვნებას, ქართულ და ევროპულ ღვინოებს, რომელთა შემადგენლობაც ყოველ დღე შეიცვლება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული