Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მუკუზანი, კახური, 2005

როგორც ვხედავთ, ქართული ღვინის კომპანიების მარაგებში ჯერ კიდევაა შემორჩენილი 2005 წლის მოსავლის ღვინოები. კომპანია “კახურის” “მუკუზანი” ამის ნიმუშია. ამ ადგილწარმოშობის ღვინოს აშკარად ეტყობა სიძველის ნიშნები, საკმაოდ კარგი გამჭვირვალობა აქვს და მას შიდა ფერშიც და გარე რკალშიც მოჩანს მცირედი ძოწისფერი. სურნელზე ხაზგასმით მოჩანს შავქლიავის ჩირის არომატი, რომელიც ძალზე ჰარმონიულად ერწყმის მუხისგან მინიჭებულ სანელებლების ტონებს. გემოზე სასიამოვნოა, რბილი, საინტერესო კვალს ტოვებს, საკმაოდ ხანგრძლივადაც. მიაყოლედ კახურად შემწვარ ხოხობს, ჯიგრის ყაურმას, ცხვრის ხორცის ჩახოხბილს.  

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123