Home
ქართული | English
ივნისი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

მულტიმედია

კომენტარები

ბოცვრის ბარკლები ნუშით

საჭირო მასალა: 4 ცალი ბოცვრის ბარკალი, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ტოტი როზმარინი, 3 ღერი ბეგქონდარა, 2 კბილი ნიორი, 40 გ პამიდვრის ჩირი, 50 გ ნუშის ფანტელი, 50 გ შავი ზეთისხილი, 200 მლ თეთრი ღვინო, 400 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 500 გ მოხარშული კარტოფილი, 400 გ ცუკინი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ტაფაში ჩავასხათ ზეთი. ბოცვრის ბარკლებს წავუსვათ მარილი, პილპილი და ჩავაწყოთ ტაფაში. შევბრაწოთ ყველა მხრიდან. გამშრალი მწვანილები, ნიორი, პამიდორი, ნუში და ზეთისხილი კომბაინში დავაქუცმაცოთ. მიღებული მასა წავუსვათ ბოცვრის ბარკლებს, დავასხათ ღვინო, ბოსტნეულის ბულიონი. მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი, შევდგათ ღუმელში და 1 საათი 200 გრადუსზე ვაცხოთ. ცალკე ტაფაზე გაცხელებულ ცხიმში შევწვათ საშუალოდ დაჭრილი კარტოფილი და ცუკინი. სუფრაზე ხორცი ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.