Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცის პაშტეტი

საჭირო მასალა: 700 გ ღორის რბილი ხორცი, 200 გ ბეკონი, 3 თავი ხახვი, 250 გ ღორის ღვიძლი, 2-3 ცალი კვერცხი, 1 ს.კ. თეთრი პილპილი, 1 ჩ.კ. შავი პილპილი,  0,5 ჩ.კ. ძირა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 3 პატარა ტოტი როზმარინი, 1 ს.კ. კონიაკი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ხორცი, ღვიძლი და 50 გ ბეკონი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ წვრილად აკეპილი ხახვი, თეთრი და შავი პილპილი, კვერცხი, კონიაკი და კარგად ავურიოთ. დანარჩენი ბეკონი დავჭრათ ძალიან თხლად და ჩავფინოთ ფორმაში, ზედ მოვათავსოთ როზმარინის ტოტები, დაფნის ფოთოლი, ზედ გადავაფაროთ ისევ ბეკონის ფენა, შიგ ჩავდოთ ფარში და ფორმა ჩავდგათ წყალდასხმულ თუნქის ფორმაზე. წყალი ფორმას შუამდე უნდა ჰქონდეს მოყენებული. პაშტეტი ვაცხოთ დაახლოებით 1 სათისა და 15 წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული