Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცის მედალიონები ტარხუნით

პროდუქტები: 600 გ ღორის ფილე; 2 პატარა ხახვი; 2 კონა ტარხუნა; 1 კონა ოხრახუში; 3 ს/კ კარაქი; 2 ს/კ ზეთი; 300 მლ თეთრი ღვინო; 300 გ არაჟანი; 100 მლ გათქვეფილი ნაღები; მარილი, წიწაკა.

მომზადება: ღორის ხორცის ფილე გავრეცხოთ, დავჭრათ 4 სმ სისქის მედალიონებად და მსუბუქად დავბეგვოთ. ხახვი და მწვანილი ავკეპოთ. დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები და ორივე მხრიდან შევბრაწოთ 2 წუთის განმავლობაში. შემწვარი ხორცი ამოვიღოთ და ჩავყაროთ ხახვი. როცა მოიშუშება, დავასხათ ღვინო და დუღილით 1/3–მდე დავიყვანოთ, დავუმატოთ არაჟანი და მწვანილი, ასევე ნაღები, გავუწყოთ მარილი და წიწაკა, ჩავაწყოთ შიგნით შემწვარი ხორცის მედალიონები და ძალიან დაბალ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთი გავაჩეროთ.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123