Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ომლეტის წვნიანი

საჭირო მასალა: 1,5-2 ლ. ქათმის ხორცის ბულიონი, 1 კონა ოხრახუში, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი. ომლეტისთვის - 250 მლ. რძე, 2 ცალი კვერცხი, 1/2 ს.კ. მარილი, 120 გ. ფქვილი, 3 ს.კ. ერბო. 1-2 ს.კ. კარაქი – შესაწვავად.

მომზადება: რძე, კვერცხი და მარილი ავთქვიფოთ, შევურიოთ ფქვილი და მომზადებული ცომი 30 წუთით შევდგათ მაცივარში. საშუალო ზომის ტაფა გავახუროთ, წავუსვათ ცოტა ცხიმი და ზედ დავასხათ მომზადებული კვერცხიანი მასას 1/8 ნაწილი, შევწვათ ორივე მხრიდან, გადავახვიოთ რულეტივით და თხლად დავჭრათ. ასევე შევწვათ დანარჩენიც. დაჭრილი ომლეტი მოვათავსოთ ჯამებში და დავასხათ მარილარეული ქათმის ბულიონი, ზემოდან კი მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. ბულიონში შეგვიძლია მოვხარშოთ სტაფილო და სხვა სასურვერლი ბოსტნეულიც.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული