Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს პირველი გუნდური ჩემპიონატი დეგუსტაციაში

ფრანგულმა ჟურნალმა La Revue du Vin de France-მა განცხადება გაავრცელა დეგუსტაციის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. აქამდე ამ ტიპის, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბების – საფრანგეთისა და ევროპის ჩემპიონატები, უკვე 2008 წლიდან ტარდებოდა. მსოფლიოს პირველ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 20 გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ბრმა დეგუსტაციისთვის შესთავაზებენ პლანეტის 12 სახელგანთქმულ ღვინოს. უკვე ცნობილია ჩემპიონატის ჩატარების დრო და ადგილი – ის შედგება 2013 წლის 12 ოქტომბერს, ლეონიანში მდებარე ციხესიმაგრე Larrivet Haut-Brion-ში. ღონისძიების სპონსორთა შორის არიან: შამპანურის სახლიBollinger, კომპანია Chef & Sommelier  და მარკეტინგული ორგანიზაცია Valade & Transandine, რომელიც პესაკ-ლეონიანის ღვინოების გაყიდვებს უწყობს ხელს და თვით Château Larrivet Haut-Brion.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული