Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ყავის კრემ-ბრულე

საჭირო მასალა:250 მლ რძე, 250მლ ნაღები, 1 ცალი ფორთოხლისა და 1 ცალი ლიმონის  წვენი და ცედრა, 1 ღერი დარიჩინი, 50გ ყავის მარცვლები, 6 ცალი კვერცხის გული, 20გ სახამებელი, 3 ცალი ფორთოხალი, 2 ს.კ. შაქრის პუდრა, 1 ს.კ. თეთრი ღვინო. შაქარი - გემოვნებით. 

მომზადება:რძე, ნაღები, დარიჩინი, ყავა, ლიმნისა და ფორთოხლის ცედრა და წვენი წამოვადუღოთ, შემდეგ კი გადავწუროთ. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და სახამებელი და ოდნავ შეგრილებულ რძეში თხელი ნაკადით ჩავასხათ, თან ვთქვიფოთ, ჩავასხათ ჭიქებში და გავაციოთ მაცივარში. 3 ცალი ფორთოხალი გავფცქვნათ, ამოვაცალოთ რბილი ნაწილი თეთრი კანის გარეშე. პატარა ტაფაზე დავყაროთ შაქრის პუდრა, დავასხათ 1 ჩ.კ. ფორთოხლის წვენი, ღვინო და გავაკეთოთ კარამელი. კარამელი მოვასხათ ფორთოხალს, გავაციოთ და მივირთვათ ყავის კრემთან ერთად

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123