Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაშლის ხვეულები

საჭირო მასალა: 500 გ საფუვრიანი ფენოვანი ცომი, 6-7 ცალი მჟავე, მაგარი ვაშლი, 1 ჭიქა შაქარი, 2 ჭიქა წყალი, შაქრის პუდრა – გასაფორმებლად.

მომზადება: ვაშლებით ოთხად გავყოთ, ამოვაცალოთ გული და ძალიან თხლად დავჭრათ. წყლითა და შაქრით მსუბუქი ვაჟინი მოვხარშოთ და ვაშლის ნაჭრები შიგ ჩავყაროთ. თუ ვაჟინი საკმარისი არ იქნება, ამავე პროპორციით კიდევ დავამზადოთ და დავუმატოთ ვაშლს. ვაჟინში ვაშლი ვხარშოთ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. ვაშლი უნდა დარბილდეს, მაგრამ არ ჩაიშალოს. მოხარშული ვაშლი დასაწრეტად საწურზე გადავიტანოთ. ცომი დავჭრათ და

30-35 სმ სიგრძისა და 4 სმ სიგანის თხელ ფირფიტებად გავაბრტყელოთ, თითოეულზე მოვათავსოთ მოხარშული ვაშლის ნაჭერები და რულეტივით გადავახვიოთ. რულეტები გადავიტანოთ  ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. ვაშლის ხვეულებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული