Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტარტალეტები ყურძნით

საჭირო მასალა:300 გ ფქვილი, 3 კვერცხის გული, 120 გ შაქრის პუდრა, 270 გ ცივი კარაქი, 1 მწიკვი მარილი. კრემისთვის - 1,5 ჭიქა რძე, 3/4 ჭიქა შაქარი, 2 სავსე ს.კ. ფქვილი, 2 ს.კ. შესქელებული რძე, 150 გ კარაქი, ვანილი - გემოვნებით

მოსართავად - 1-2 პაკეტი ვანილის შაქარი, 2-3 მტევანი მწვანე და ლურჯი ყურძენი.

მოზადება: ფქვილი, მარილი, კვერცხის გული, შაქრის პუდრა და კარაქი ავკეპოთ და ცომი მოვზილოთ, 30 წუთით შევდოთ მაცივარში, შემდეგ კი მოვათავსოთ ტარტალეტის ფორმებში, წირი ჩანგლით დავუჩხვლიტოთ და 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ. შაქარი და ფქვილი გავხსნათ ცხელ რძეში და ავადუღოთ, როცა გაცივდება, შევათქვიფოთ ვანილი, კარაქი და შესქელებული რძე. კრემი ჩავდოთ გაციებულ ტარტალეტებში, მოვრთოთ შუა-შუა გაჭრილი ყურძნის მარცვლებით და ზემოდან მოვაყაროთ ვანილის შაქარი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული