Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამარხვო შტრუდელი

საჭირო მასალა: 200 გ მარგარინი, 3,5 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 100 გ მსხვილად დაჭრილი ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ნახევარი ლიმონის ცედრა, 5 ს.კ. შაქარი, 100 გ ქლიავის ჯემი,  1 ცალი მოზრიდლი ვაშლი, 1 ჩ.კ. დარიჩინი, 2-3 ს.კ. დაჭრილი შავქლიავა და ქიშმიში, შაქრის პუდრა – მოსაყრელად.

მომზადება: მარგარინი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და ხელით შევაზილოთ 3 ჭიქა ფქვილს. ცომს ნელ-ნელა ვამატოთ წყალი და მოვზილოთ ცომი. თუ ხელზე ეკრობა, დავუმატოთ ცოტა ფქვილი. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და 2 საათით მაცივარში მოვათავსოთ. გარდა ქლიავის ჯემისა, გულსართის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ. ცომი გავყოთ სამ ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ, ცომი თხლად უნდა იყოს გაბრტყელ;ებული. ფენებს წავუსვათ ქლიავის ჯემი, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და ფრთხილად გავახვიოთ. რულეტები მოვათავსოთ ცხიმწასმულ , ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცლზე და წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული