Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ძროხის გულიაში ღუმელში

საჭირო მასალა: 400 გ ძროხის ხორცი, 2 ჭიქა პამიდვრის პიურე, 2 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 5 თავი ხახვი, 1 ს.კ. კარაქი, 1 ძირი ნიახური, 1 ყავის ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. სახამებელი, წიწაკა, მარილი – გემოვნებიოთ. კარტოფილის პიურესთვის – 600 გ. კარტოფილი, 2 ცალი კვერცხი, 2 ს.კ. კარაქი, 1-2 ს.კ. რძე,  მარილი, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვებში და 1/3-ზე დავასხათ წყალი. ხორცი დავდგათ მოსახარშად. დავჭრათ ხახვი და ნახევრად მოვშუშოთ კარაქში, შევურიოთ დაჭრილი წიწაკა და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხორცი წყალს დაიშრობს, დავაყაროთ მოშუშული ბოსტნეული და გავარგრძელოთ მზადება. ხორცი რომ კარგად დარბილდება, დავასხათ პამიდვრის პიურე. 5 წუთში დავამატოთ ნიახური, სანელებლები და წყალში გახსნილი სახამებელი. 1-2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. კარტოფილი მოვხარშოთ და მოვამზადოთ მისგან პიურე, შევაზილოთ კარაქი, რძე, კვერცხი და სანელებლები. თიხის ან ფაიფურის ფორმაში მოვათავსოთ მოშუშული ხორცი, ზემოდან გადავანაწილოთ კარტოფილის პიურე და შევდგათ ღუმელში, სანამ არ მოიბრაწება.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123