Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქაფქეიქი

საჭირო მასალა: ცომი - 75 გ დარბილებული კარაქი, 130 გ არაქისის კრაქი, 120 გ შაქარი, 2 ცალი კვერცხი, 120 გ ფქვილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 60 მლ უცხიმო რძე

კრემი – 150 გ კრემ-ყველი, 50 გ შაქრის პუდრა, 120 გ არაქისის კარაქი, 120 მლ ცხიმიანი ნაღები.

მომზადება: ღუმელი 180 გრადუსამდე გავაცხელოთ. ტარტალეტის ან მაფინების ფორმებში ჩავაფინოთ ქაღალდი. კარაქი და არაქისის კარაქი შაქართან ერთად გავთქვიფოთ, სათითაოდ დავუმატოთ კვერცხი. ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი. ფქვილი და რძე ულუფებად შევათქვიფოთ კარაქის მასას. ცომი 2/3-ზე გადავანაწილოთ ფორმებში და დაახლოებით 20 წუთი ვაცხოთ, სანამ შიგნიდან არ გამოშრება. კრემ-ყველი და შაქრის პუდრა ავთქვიფოთ, დავუმატოთ არაქისის კარაქი. ცალკე გავთქვიფოთ ნაღები და ფრთხილად შევურიოთ კრემს, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გაგრილებული ქაფქეიქები კრემით მოვრთოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული