გამოქვეყნებულია: 11 ოქტომბერი, 2011 - 16:08

საჭირო მასალა: 2 ჭიქა ფქვილი, 200 გ კარაქი, 3 ს.კ. შაქრის პუდრა, 10 გ ვანილის შაქარი, 1 კვერცხი, ხილის ჯემი ან ხილფაფა.
მომზადება: დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა კარგად გავტქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი და ავურიოთ. ათქვეფილ მასას დავაყაროთ გაცრილი ფქვილი და 5-7 წუთის განმავლობაში ხის კოვზით ვზილოთ. ცომს უნდა ქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია. ცომი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში და პატარა ყვავილის ფორმებად დავსვათ ცხიმწასმულ, ფქვილომოყრილ თუნუქის ფურცელზე. გულში ყავის კოვზით ჩავუდოთ ხილის ჯემი და 200-230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
kurabie
ავტორი: Mariamo - 23/10/2011
me ramdenadac vici, kulinariashi arctu mtlad chauxedavi adamianis gamocdilebit, es aris Kurabei da ara Kurabie ;)
- reply
სადაც კი წამიკითხავს, კველგან
ავტორი: ქეთი - 24/10/2011
სადაც კი წამიკითხავს, კველგან კურაბიეა და კურაბეიდ არსად შევსვედრივარ დაწყებული ძველი კულინარიული წიგნებიდან დასრულებული ინტერნეტრესურსებით. :)
- reply
მარიოამო, საიდან მოიტანეთ რო
ავტორი: ადამიანი მურაბიე - 24/10/2011
მარიოამო, საიდან მოიტანეთ რო კურაბეია და არა კურაბიე :)) (აზერ. qurabiye; თურქ. kurabiye; ყირ. თათ. қурабье)
- reply










