Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კანოლები ფორთოხლით

საჭირო მასალა: 125 გ რიკოტა ან ნადუღი, 20 გ მწარე შოკოლადი, 1/2 ფორთოხალი, 5 გ კაკაო, 70 გ ყავისფერი შაქარი (შეიძლება თეთრითაც ჩანაცვლდეს), 40 გ შაქრის პუდრა, 2 გ დაფქული დარიჩინი, 30 მლ 30%-იანი ნაღები, 100 გ ფქვილი, 5 გ გამაფხვიერებელი, 20 გ ზეთი, 60 გ წყალი.

მომზადება: ფქვილით, კაკაოთი, გამაფხვიერებლით, შაქრით, დარიჩინით, ზეთითა და წყლით მოვამზადოთ ცომი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ გამოსაცხობი ქაღალდი და მოვათავსოთ ცომის 4 თხელი ბლინი. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე 3 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი თხელი ბლინები გადმოვიღოთ და ცხელივე გადავახვიოთ მილაკების ან კორნეტების ფორმით. 0,5 ფორთოხლის ცედრა, 1/4 ფორთოხლის წვენი, რიკოტა და  გახეხილი შოკოლადი შევურიოთ გათქვეფილ ნაღებს და მომზადებული კრემი საკონდიტრო ტომრის საშუალებით ჩავდოთ მილაკებში, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული