Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი რაჭაშიც დასრულდა

მალხაზ ხარბედია

წვიმებისა და უამინდობის გამო წელს რაჭაში რთველი შარშანდელზე გაცილებით გვიან დაიწყო. ხვანჭკარის მიკროზონაში შემავალ ზოგიერთ სოფელში კი ნოემბრის პირველ რიცხვებამდე არ იყო ყურძენი დაკრეფილი.
საკმაოდ დაბალია მოსავლის ხარისხიცა და რაოდენობაც, რაც გამოიწვია არასახარბიელო კლიმატურმა პირობებმა. უამინდობამ ყვავილობის პერიოდიდან მოყოლებული – მწიფობამდე, არ მისცა საშუალება ყურძენს ბოლომდე განევითარებინა მიკროზონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. ზოგიერთ ნაკვეთზე, როგორც მაგალითად, სოფ. სადმელში, რიონისპირა ჭალაში (ვაშლარი), ძირაგეულში და სხვ. ძალზე მცირე რაოდენობით საღი მტევანი გადაირჩა.
მოსავლის დიდი ნაწილი საკმაოდ გვიან, მწიფობის პერიოდში გაფუჭდა, მაშინ, როცა შეწამვლითი თუ ყველა სხვა ოპერაცია დასრულებული იყო. მაგალითად, სოფელ წესში, ზოგიერთ ვენახში სულ რამდენიმე საათის განმავლობაში განადგურდა წულუკიძის თეთრას მოსავალი.
ერთიანი სურათის მიუხედავად, ბევრ ნაკვეთში ძალზე კარგი მოსავალიც მოვიდა (იგულისხმება ხარისხი და არა რაოდენობა) და დაუზიანებელი მტევნების გადარჩევის შემთხვევაში ხარისხიანი ღვინომასალის მიღებაც შეიძლება.  
ყურძნის მიღება თავდაპირველად ხვანჭკარისა და ბუგეულის ქარხნებმა დაიწყეს. ხვანჭკარაში ხელშეკრულების თანახმად მხოლოდ 25 ტონა მიიღეს, ბუგეულში კი ტკბილის წასაღებად უკვე 20-22 ოქტომბრიდან ჩავიდნენ კომპანია “ვაინმენი”, “თბილღვინო”, “თელიანი ველი”. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი დაიკრიფა კომპანიებისა და ადგილობრივი ღვინის საწარმოების კუთვნილი ვენახებიდანაც, სოფლებში: ჭყვიში, ჟოშხა, ბუგეული, ძირაგეული, სადმელი.
ჩაბარების ფასით უკმაყოფილება ნაკლებად შეიმჩნეოდა, თუმცა ხვანჭკარის მიკროზონის ზოგიერთ სოფელში (განსაკუთრებით იმ სოფლებში, რომლებიც საკმაოდ მოშორებულია ამ მიკროზონის გულ სოფლებს) დიდი უკმაყოფილება ჩანდა იმის გამო, რომ მათ ყურძენს არ იბარებდნენ “სახვანჭკარედ”, ანდა ძალზე დაბალ ფასში ითხოვდნენ მის ჩაბარებას. არადა სოფლები, რომლებზეცაა საუბარი (მაგ. წესი, ქვიშარი, ხიმში და სხვ.) კანონის მიხედვით ხვანჭკარის მიკროზონაში შედის.
საუბარი იყო იმაზეც, რომ ყურძნის საერთო ფასიდან (3 ლ.) გლეხები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დამატებულ 1 ლარს იღებდნენ, დანარჩენი 2 ლარის გადახდას კი რამდენიმე თვის შემდეგ პირდებოდნენ გლეხებს.
 
vinoge.com



თბილისში მაქვს ბაღი სხვადასხვა ხეხილისა და ყურძნის ჯიშებით. შეგნებულად არ ვწამლავ არაფერს ქიმიური საშუალებებით და შესაბამისად ცოტა მოსავალს ვღებულობ. შეუძლია თუ არა ვინმეს მირჩიოს რა ბიოლოგიური, მცენარეული საშუალებებით შეიძლება მოვუარო როგორც ხეხილს, ასევე ყურძნის ჯიშებს: რქაწითელი, თბილისური თეთრი, მარლოტი, მოლბერნი, მოლდავური შავი, თითა, კაბერნე. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას თამარი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული