Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ელიტური ღვინოების მაღაზიიდან ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების სასმელი მოიპარეს

ამერიკაში, ქალაქ სიეტლში მძარცველებმა ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებული ელიტური ღვინის კეისები მოიპარეს. საბედნიეროდ, პოლიციამ ერთ-ერთი მძარცველი ცხელ კვალზევე დააკავა. ეს ამბავი ჯერ კიდევ ნოემბერში მოხდა. Esquin Wine Merchants-ის მაღაზიაში ორი მძარცველი შევიდა, მათ სათვალთვალო კამერების ობიექტივები საღებავით დაფარეს, მოძრაობის დეტექტორებს კი ჩანთა ააფარეს. მძარცველებმა მაღაზიიდან 648 ათას დოლარად შეფასებული ღვინის 200 კეისი გაიტანეს, შემდეგ კი შენობაში გაზი გაუშვეს – კვალის დასაფარად ისინი შენობის აფეთქებას გეგმავდნენ. საბედნიეროდ, შენობა არ აფეთქდა. ორგანიზაციის მენეჯერმა, რომელიც ადრიანად მივიდა სამსახურში, გაზის სუნი იგრძნო და მაშინვე სამაშველო სამსახური გამოიძახა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ძარცვაში ორი მამაკაცი მონაწილეობდა, რომლებმაც Esquin Wine Merchants-ისაგან ღვინის შესანახი დანადგარი იქირავეს. როგორც აღვნიშნეთ, პოლიციამ ერთი მძარცველი უკვე დააკავა, ახლა კი მისი თანამზრახველის დაჭერას ცდილობს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული