Home
ქართული | English
დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრინჯის კოლბერი

საჭირო მასალა: 4 ს.კ. მოხარშული ბრინჯი, 0,5 ჭიქა რძე, დაკონსერვებული გარგარი, ან გარგრის მურაბა, კ. ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 1 ს.კ. ქოქოსის ფანტელი, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 1 ს.კ. გარგარის ცუკატები ან კურაგა, ზეთი – ფრიტიურისთვის.

საწებელი - 4 ს.კ. გარგარის ლიქიორი, 0,5 ჭიქა რძე, 2 ცალი კვერცხის გული, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, პიტნა – მოსართავად.

მომზადება: ბრინჯით, შაქრის პუდრითა და რძით მოვხარშოთ სქელი ფაფა და გავაგრილოთ. გარგარი დავაწყოთ საწურზე, რომ დაიწრიტოს. ბრინჯის მასისგან გავაკეთოთ ბურთულები, ამოვავლოთ დაჭრილ ცუკატებში, თითოეული ბურთულა მოვათავსოთ გარგარის ნაჭერში და მეორე ნაჭერი ზემოდან დავაფაროთ. ფქვილის, ქოქოსის ფანტელებისა და ცოტა წყლისაგან გავაკეთოთ კლიარი, ამოვავლოთ მასში გარგარის ბურთულები და შევწვათ ფრიტიურში. მოვამზადოთ საწებელი: რძეში ავურიოთ ვანილის შაქარი და კვერცხი, ავთქვიფოთ, დავდგათ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ.  როცა მასა წამოდუღდება, გადმოვდგათ, შევურიოთ გარგრის ლიქიორი და მოვასხათ დესერტს, ზემოდან კი მოვაყაროთ პიტნის ფოთლები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული