Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტორტი “ქარიშხალი”

პროდუქტები 26 სმ-იანი ფორმისთვის
 
ცომისთვის:
140 გ კარაქი
150 გ შაქარი
1 პაკეტი ვანილი
6 კვერცხი
100 გ ფქვილი
½ პაკეტი გამაფხვიერებელი ფხვნილი
100 გ შოკოლადის ფხვნილი
1 მწიკვი მარილი
 
გულსართისთვის:
3 ბანანი
200-300 გ. დაჭრილი ატამი
500 გ ნაღები
2 პაკეტი ნაღების ფხვნილი
2-3 ს/კ შაქრის პუდრა
1 პაკეტი ვანილი
1 ს/კ კაკაო
 
მომზადება:
კარგად გავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ შაქარი და ვანილი, ასევე კვერცხის გულები, შემდეგ შევურიოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი ფხვნილი და შოკოლადის ფხვნილი. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის ცილა მარილთან ერთად და დავუმატოთ ცომს, ჩავასხათ ფორმაში და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ. რომ გაცივდება, ბისკვიტს გული ამოვაცალოთ და დავფხვნათ. ცალკე გავთქვიფოთ ნაღები  ვანილთან ან შაქრის პუდრასთან ერთად. გულამოცლილ ბისკვიტში ჩავაწყოთ დაჭრილი ატამი და ბანანი, ზემოდან დავადოთ მომზადებული ნაღების მასა, გადავავსოთ დაფხვნილი ბისკვიტით და ზემოდან კაკაო და შაქრის პუდრა მოვაყაროთ.
 
© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული