Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია იტალიაში გაიმართა

გასულ კვირას UNWTO-ს ( მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის) მე-6 გლობალურ კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის შესახებ 30-მდე მომხსენებელმა ისაუბრა, რომელთა ძირითადადი თემა მდგრადობისა და კომუნიკაციების ინოვაციები იყო. ღონისძიებას 300-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

გახსნისას მოხსენება წაიკითხა OIV-ის (International Organization of vine and Wine) გენერალურმა დირექტორმა: “ღვინის ტურიზმს, როგორც დიდი გავლენის მატარებელ სექტორს, ძალიან დიდი როლი უჭირავს ყველა ქვეყნის ეკონომიკაში. მნიშვნელოვანია მიმდინარე ციფრული გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ძალიან ბევრს შეცვლის ღვინის ინდუსტრიაში”

სანდრა კარვაომ, UNWTO-ს ბაზრისა და მარკეტინგული მიმართულების ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ მიზნებზე, რომლებიც ნახშირბადის შემცირებას, რეგენერაციული მეურნეობის პრაქტიკის გამოყენებასა და მინის ბოთლების ალტერნატიულ შეფუთვას მოიცავს. UK’s Winerist-იდან კი მარტინ ჰოუკმა განმარტა, რომ პანდემისას რაღაც-რაღაცები შეიცვალა: “პანდემიის პერიოდში ჯავშნებისას ჩვენი მომხმარებლისგან უფრო მეტი ნდობა მოვიპოვეთ, რადგან მათ ხშირად უწევდათ გაუწმება ან ხელახლა დაჯავშნა”.  

UNWTO-ს კონფერენციაზე საქართველოზეც ისაუბრეს: “რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, რომ უკეთესი ტექნოლოგიების საჭიროება დგას ღვინის სფეროში და სასიამოვნოა იმის გაგება, რომ საქართველო, ბულგარეთი და საბერძნეთი ამ ახალ ტექნოლოგიურ წინსვლას მიჰყვნენ” - განაცხადა ჰოუკმა.

ღონისძიებაზე WineTourism.com-ის ხელმძღვალენმა მდგრადი ღვინის ტურიზმის ძირითადი მამოძრავებელი საშუალებებზე გაამახვილა ყურადღება: “სტუმართა კმაყოფილების გაზრდა, ქვეყნის ნდობისა და რეპუტაციის აღმშენებლობა, “გაიდლაინების”, ინფრასტრუქტურისა და მეტი სწორი ინფორმაფციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის წინსვლისთვის” - განაცხადა მან. 

2022 წლის გლობალური კონფერენცია ღვინის ტურიზმის შესახებ ალბაში, იტალიაში 19-21 სექტემბერს გაიმართა. სტატის სრულად კი Harpers-ის გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.