გამოქვეყნებულია: 17 მარტი, 2010 - 21:03
მასალა:
ქათმის თეთრი ხორცი – 2 ცალი
არაჯანი – 2 სადილის კოვზი
დაფქვილი წიწაკა ან აჯიკა – 1 სადილის კოვზი
მარილი - ½ ჩაის კოვზი
ზეთი – 2 სადილის კოვზი
კარაქი – 1 სადილის კოვზი
თაფლი – 1 ჩაის კოვზი (სურვილისამებრ)
ხის ჩხირები 10-15 ცალი
ბოსტნეული:
ბულგარული მწვანე – 1 ცალი
ბროკოლი – 1 თავი
ღეროვანი ნიახური – ½ ძირი
ხახვი – 1 დიდი თავი
ზეთი – 2 სადილის კოვზი
კარაქი – 2 სადილის კოვზი
მარილი – 1 ჩაის კოვზი
მაკარონი – 1 შეკვრა (500 გრ)
ინვენტარი:
ქვაბი 3-5 ლ. მაკარონის მოსახარშად; ფართე ძირიანი ტაფა – ბოსტნეულის შესაწვავად; ანალოგიური ტაფა მწვადის შესაწვავად (შეგიძლიათ, იგივე ტაფა გამოიყენოთ, ბოსტნეულის შეწვის შემდეგ).
მომზადება:
ხის ჩხირები ჩააწყვეთ წყალში, ასე ხორცი არ იტრიალებს შამფურზე და ადვილად შეწვავთ; ქათმის ფილე გაჭერით შუაზე განივად, შემდეგ კი დაჭერით გრძელ და წვრილ ზოლებად. აურიეთ არაჟანი (შეიძლება მაიონეზით ჩანაცვლებაც) და აჯიკა ან დაფქვილი წითელი წიწაკა ერთმანეთს, დაასხით ქათმის ხორცს და კარგად მოურიეთ, რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს ამ კრემით. ქათმის ფილე სასურველია ჩაბასტურმდეს 30 წუთით ადრე მაინც, თუმცა 10 წუთიანი «დასვენებაც» შეიძლება, დროის უკმარისობისას;
დაჭერით ბოსტნეული 7-10 სმ სიგრძის წვრილ ზოლებად. ბროკოლი დაყავით პატარა «ყვავილებად». ხახვი დაჭერით სეგმენტებად; დაადგით წყალი მაკარონის მოსახარშად, ადუღების შემდეგ ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი მარილი და ჩაუშვით მაკარონიც მოსახარშად. ხარშეთ შეფუთვაზე მითითებული დროის მიხედვით. მაკარონის მოხარშვის შემდეგ, წყალი გადაუწურეთ და ცოტაოდენი კარაქი ან ზეითუნის ზეთი დაასხით, მოურიეთ და დატოვეთ; გაახურეთ ტაფა და დაასხით ზეთი და კარაქი, დააყარეთ ბოსტნეული, ზემოდან მოაყარეთ მარილი. ბოსტნეული დაახლოებით 10 წუთში მზად უნდა იყვეს. მზედმეტად ნუ ჩათუშავთ. თუ ცხიმის დამატება დაჭირდა – დაამატეთ კარაქი; ამასობაში ხორცის შამფურებზე აცმა დაიწყეთ. სასურველია ააცვათ დაგოფრილად (დაახლოებით ისეთი მეთოდია, როგორც ნაჭერის დალამბვა ნემსით და ძაფით), ან ააცვით ისე, როგორც თქვენ მოგიხერხდებათ. საშუალოდ ერთ ხის შამფურზე 3-4 ნაჭერი უნდა აიცვას; ამასობაში ბოსტნეულიც შეიწვებოდა, რომელიც შეგიძლიათ რაიმე ლანგარზე გადაიტანოთ და იმავე ტაფაზე მწვადის შეწვა გააგრძელოთ;
ტაფაზე დაასხით ზეთი, კარაქი და თაფლი (თაფლი სიტკბოს არ აძლევს ხორცს, ამ შემთხვევაში მხოლოდ კარამელიზების ფუნქცია აქვს). დადევით იმდენი მწვადი, რამდენიც დაეტევა და შეეცადეთ კოვზით ან რაიმე სხვა ხელსაწყოთი ზემოდან დააწვეთ ხორცს რამდენიმე წამი. როცა ხორცი ზედა მხრიდანაც თეთრი გახდება, გადააბრუნეთ და ეხლა ამ მხრიდან შებრაწეთ. სადღაც 2-3 წუთის შემდეგ მზად იქნება;
შეეცადეთ შეწვათ იმხელა ტაფაზე, ან იმდენი მომაზადოთ, რომ 1 ან მაქსიმუმ 2 შეწვაში შეწვათ მთელი ხორცი.

© Peppi / perfectcook.org
თქვენი კომენტარი