Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩიზქეიქი სამნაირი შოკოლადით

საჭირო მასალა: ქვედა ფენისთვის– 150 გ ფხვიერი შოკოლადის ნამცხვარი, 70 გ გამდნარი კარაქი, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი. გულსართისთვის – 500 გ ნაღების ყველი, 3/4 ჭიქა რძე, 3/4 ჭიქა შაქრის პუდრა, 100 გ გამდნარი შავი შოკოლადი, 100 გ გამდნარი თეთრი შოკოლადი, 100 გ გამდნარი რძიანი შოკოლადი, 1 ს.კ. ჟელატინი, 1,5 ჭიქა ცხიმიანი ნაღები. მოსართავად – 0,5 ჭიქა ცხიმიანი ნაღები, 1-2 ჩ.კ. შაქრის პუდრა, 100 გ შავი შოკოლადი.

მომზადება: ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ, დავასხათ გამდნარი კარაქი, მოვაყაროთ დარიჩინი. მასა ავზილოთ და ფორმაში ჩავტკეპნოთ. ფორმა 20 წუთით შევდგათ მაცივარში. მოვამზადოთ გულსართი – ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და 25 წუთი დავტოვოთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე გავადნოთ (არ უნდა ადუღდეს!). ნაღების ყველი გავთქვიფოთ. დავუმატოთ რძე და შაქრის პუდრა. მასა სამ ნაწილად გავყოთ. თითოეულ მათგანს შევათქვიფოთ თითოეული სახის შოკოლადი. არ დაგვავიწყდეს, რომ შოკოლადი უნდა იყოს გამდნარი. თითოეულ ნაწილს დავუმატოთ სამ ნაწილად გაყოფილი ჟელატინი და ცალკე გათქვეფილი ნაღები. მაცივრიდან გამოვიღოთ ფორმა და ჩავასხათ თეთრი შოკოლადის მასა. შევაგრილოთ და შემდეგ რძიანი შოკოლადის მასა დავუმატოთ. როცა ისეც შეგრილდება, დავუმატოთ შავი შოკოლადი და 3-4 საათით შევდგათ მაცივარში. მოსართავი შოკოლადი გავადნოთ, ფოლგაზე დავხატოთ სასურველი ფორმები და კარგად რომ გაცივდება, ფრთხილად მოვაცალოთ ფოლგა. ნაღები კარგად გავაცივოთ და შაქრის პუდრასთან ერთად გავთქვიფოთ. ნაღები წავუსვათ ტორტს, ზემოდან კი შოკოლადით მოვრთოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული