მასალა:
75 გრ მარგარინი ან კარაქი
1 ცალი კვერცხი
50 მლ. რძე
110 გრ შაქრის პუდრა ან ჩვეულებრივი შაქარი
220 გრ ფქვილი
2 ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი, ან 1 ჩ.კ სოდა, ოდნავ ვანილი
2 სუფრის კოვზი ლიმონის ან ლაიმის წვენი
3-4 ცალი ძალიან მწიფე ბანანი .
ძალიან დარბილებულ კარაქს, კვერცხსა და შაქარს ავთქვიფავთ ისე, რომ მივიღოთ არაჟნისებური მასა, შემდეგ დავამატებთ ფქვილს და საცხობ პუდრას (ბეიქინგ პაუდერს, ან სოდას), ვანილს. მოვზილავთ ცომს ისე, რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას. ავიღებთ ჭიქას, ჩავასხავთ რძეს და დავამატებთ ლიმონის წვენს, კარგად მოვურევთ (რძე აიჭრება მაგრამ არ შეგეშინდეთ ). ლიმონიან რძეს და ფქვილიან–კარაქიან მასას ავურევთ ერთმანეთში ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ, სმეტანასავით უნდა იყოს. მერე დავამატებთ დაქუცმაცებულ ბანანს. ვიღებთ ფორმას, გვერდებზე წავუსმევთ კარაქს, მერე ჩავყრით ცოტა ფქვილს და შევეცდებით გადავანაწილოთ ყველგან, ფქვილი კარაქს მიეკრობა, ნარჩენი ფქვილი კი გადმოფერთხეთ ფორმიდან. ჩაასხით ცომი ამ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლ. 50 წუთი. ბოლოს ნამცხვარს ვუსვამთ დაახლოებით 5 მმ სისქის ცივი კრემს ბანანის და ვანილის არომატით.
თქვენი კომენტარი