Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ანანასის ქოხი" ტკბილი ბრინჯითა და გამომშრალი ხილით

 

მასალა: 1 ანანასის შიგთავსის გამოსატენად საჭიროა - 200 გრამი ბრინჯი - მოხარშული, ინსტრუქციის შესაბამისად (მე უპირატესობას ვანიჭებ ტაილანდურ, განსაკუთრებული არომატის მქონე გრძელ ბრინჯს, ან ბასმათი ბრინჯს). ცალკე მზადდება სიროფი - 2 ჩაის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი შაქარი (ეს გემოვნებით შეიძლება), ქიშმიში და სხვა გამომშრალი ხილი გემოვნებით, დაახლოებით 2 ჩაის კოვზი, თხილი, დაჭრილი – ესეც დაახლოებით 2 ჩაის კოვზი. წვრილად დაჭრილი ანანასი - 1-2 სუფრის კოვზი. კარაქი ან ერბო - 30-50 გრამი.

მომზადების წესი: 1. ბრინჯი იხარშება შემდეგი წესით - 1 ჭიქა ბრინჯი - 1,5 ჭიქა წყალი მოვათავსოთ ქვაბში და შევდგათ მაღალ ცეცხლზე, როგორც კი წყალი ადუღდება - მაშინვე გადაიყვანეთ დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ ასე წყლის მთლიან ამოშრობამდე - გამორთეთ ცეცხლი და აცალეთ კიდევ 10-15 წუთი, რათა ბრინჯი აფუვდეს.
2. ანანასს წააჭერით ფოთლებიანი მხარე, ისე რომ გამოვიდეს თავსახურივით. შემდეგ გამოქუთნეთ სპეციალური საჭრელით ან სხვა ინსტრუმენტით.
3. გააკეთეთ სიროფი, ანუ თაფლი და შაქარი მოათავსეთ ჯამში და შედგით დაბალ ცეხლზე - მუდმივი რევით, როცა შაქარი გაიხსნება- დაუმატეთ ხილი და თხილეული.
4. ბრინჯი, კარაქი და მიღებული სიროფი აურიეთ ერთმანეთში ან ფენა-ფენად ჩააწყეთ ანანასში ბრინჯი და სიროფი, დროდადრო დაუფინეთ კარაქის თხელი ფენებიც.
5. მიღებულ ანანასის სატენს დაახურეთ ანანასისვე თავსახური, რომლის ფოთლებიანი ნაწილიც გახვეული იქნება ვერცხლის ქაღალდში - რომ არ დაიწვეს. ეს ყველაფერი მოათავსეთ პატარა ზომის ცეცხლგამძლე კონტეინერზე და და შედგით გახურებულ ღუმელში 15-25 წუთი. თუ ანანასი იმდენად მაღალია, რომ თავისივე თავსახურით არ ეტევა ღუმელში, მაშინ სატენიან ნაწილს უბრალოდ გადააფარეთ ვერცხლის ქაღალდი, ან ანანასის ნაჭრები და ისე შედგით.
6. როცა მზად იქნება და გამოიღებთ - მოასხით ის წვენი რაც გაუვიდა და კონტეინერზე დაგროვდა.
7. თუ სპეციალური საჭრელი არ გაქვთ, მაშინ მარტივი გამოსავალია ანანასი "დააწვინოთ" და გაჭრათ ჰორიზონტალურად - შუა ნაწილს ზემოთ, მაშინ მიიღებთ ნავისებური ფორმისას, მისი გამოშიგნვა უფრო ადვილია. აავსეთ ერთი ნაწილი ფლავის შიგთავსით და დაახურეთ ზედა ნაწილი.
8. ეს კერძი გამოდის ერთი ან ორი პორცია, თუ დიდი სუფრისთვის გინდათ, მაშინ ანანასის ქოთანში ჩაასხით სიროფი და ასე ცალკე მიიტანეთ სუფრაზე მოხარშულ ტკბილ ბრინჯთან ერთად. ეს იქნება "გაწურული ტკბილი ფლავი" ანანასის სიროფით.
 
© peppi

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული